მთავარისიახლეებისაზოგადოებალაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მოუწოდებს, ორივემ ჩაიტარონ ნარკოლოგიური გამოკვლევა

ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მოუწოდებს, ორივემ ჩაიტარონ ნარკოლოგიური გამოკვლევა

Published on

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მოუწოდებს, ორივემ ჩაიტარონ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დადგინდეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, როდესაც ოთარ ფარცხალაძის განცხადებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ორდღიანი ფიქრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ დაისახა სტრატეგია, რომ ის გამოაცხადოს პათოლოგად, რომელიც პერმანენტულად აწუხებს საზოგადოებას.”გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ – მანაც და მეც ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ შეიძლება ყოფილიყო პარასკევს. მე თუ ასეთი პათოლოგი ვარ, საზოგადოებისთვის ცნობილი, მე ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს – ნარკოტიკებისკენ, მე არაერთხელ მსმენია ამასთან დაკავშირებით. ”ელცენტროში” მისი სახის გამომეტყველებაც ნამდვილად ადასტურებდა ამ ფაქტს. იმდენად აგრესიული და აღგზნებული ლაპარაკობდა, ის ნამდვილად არ იმყოფებოდა მხოლოდ ალკოჰოლის თრობის ქვეშ”, – განაცხადა თორდიამ.რაც შეეხება იმას, იყო თუ არა თვითონ ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ კოქტეილს სვამდა და ნახევარი ჭიქაც არ ჰქონდა დალეული.თორდია ასევე უარყოფს ფარცხალაძის ბრალდებას, რომ ის იყო კონფლიქტის ინიციატორი. გენერალური აუდიტორი გამოხმაურა განცხადების იმ ნაწილს, სადაც ფარცხალაძე აცხადებს, რომ თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ხშირად სიმთვრალეში იქცევა შეუფერებლად თორდია იხსენებს 2016 წლის შემთხვევას, სადაც მისი განმარტებით, მცირე ინციდენტი შეემთხვა ერთ-ერთ ბარში და ვარაუდობს, რომ იქ მომხდარის ამსახველი ვიდოემასალა მოხვდება ინტერნეტსივრცეში. ”იქ სრულიად არაფერი მომხდარა, ერთი ჭიქაც არ გატეხილა.. რამე რომ მომხდარიყო, პროკურატურა არ შეიკავებდა თავს. ალბათ ვიდეოებიც იყო და ამასაც ატვირთავენ და ”ელცენტროში” მომხდარი ინციდენტის ვიდეოს დამალავენ”,- განაცხადა თორდიამ. 

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...