მთავარისიახლეებიმსოფლიოსამხედრო გადატრიალების მცდელობა სომხეთში - გენშტაბი ფაშინიანისა და მისი მთავრობის კაბინეტის...

სამხედრო გადატრიალების მცდელობა სომხეთში – გენშტაბი ფაშინიანისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადადგომას ითხოვს

Published on

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები ფაშინიანისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.

Armenpress-ის თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ.

“დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდნენ მოქმედი მთავრობის “თავდასხმებს”, რომლებიც შეიარაღებული ძალების ცილისწამებისთვის იყო მიმართული. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები. მთავრობის “არაეფექტიანმა” ადმინისტრაციამ და “საგარეო პოლიტიკაში დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმი” ქვეყანა განადგურების პირამდე მიიყვანა. ჯარი ყოველთვის იყო ხალხთან, ისევე როგორც ხალხი ჯართან”, — აცხადებენ გენერალურ შტაბში.

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ის მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

“გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებონ. პირდაპირი მიმართვაც ერისადმი მალე მექნება”, — განაცხადა პრემიერმინისტრმა Facebook-ზე.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...