მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლების უმოქმედობა შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული - ტყიბულში სამგლოვიარო...

ხელისუფლების უმოქმედობა შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული – ტყიბულში სამგლოვიარო მარში გაიმართება

Published on

პროფკავშირები დაღუპული  მეშახტეების გამო 14 მაისს ტყიბულში სამგლოვიარო მარშს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.
 
„იძიონ, წერონ და იკითხონ – ამ ყველაფერში დამნაშავე გამოკვეთილია. ყველა ის პირია დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. სათავეს აქედან იღებს ის სითავხედე, რასაც დამსაქმებლები დასაქმებულებთან მიმართებაში, რასაც სამუშო ადგილებზე სჩადიან. ფაქტია, რომ შახტის ლიფტის არ ჰქონდა დამცავი საშუალება. ფაქტია, რომ პერიმეტრზე 400 მეტრზე ჰაერში გამოკიდებულები ეს ადამიანები მუშაობდნენ ყოველგვარი დამცავი ქამრების გარეშე. ამ ყველაფრის სათავე არის იქ, სადაც შრომის ინსპექციის იგნორირება ხდება, სადაც შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული საქართველო, რომელიც ბიზნეს-სექტორის ხელში ერთ პატარა კომპანიას დაემსგავსა და ბიზნესის დიქტატით მიმდინარეობს ყველაფერი საქართველოში. პრობლემების სათავე აქ არის. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს და კიდევ გვექნება. კიდევ გაგრძელდება, რადგან არის ომი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
 
. „მოვითხოვეთ, რომ გლოვის დღეებად გამოეცხადებინათ ეს დღეები. თვითონაც დაფიქრებულიყვნენ და მოქალაქეებსაც გაეთვითცნობიერებინათ, რამდენი მოქალაქე იღუპება გულგრილობით ასეთ საკითხებთან მიმართებაში., – დასძინა პეტრიაშვილმა. 

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...