მთავარისიახლეებისაზოგადოებალორა თორნტონი: ,,მოსახლეობას სჭირდება მეტი ინფორმაცია რუსეთისა და იმის შესახებ, რას...

ლორა თორნტონი: ,,მოსახლეობას სჭირდება მეტი ინფორმაცია რუსეთისა და იმის შესახებ, რას ნიშნავს ევროკავშირის და ნატოს წევრობა”

Published on

NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი    მიმდინარე  წლის აპრილის  კვლევის  შედეგებზე და ძირითად მიგნებებზე საუბრობს.  
 
ლორა თორნტონი ამბობს, რომ კვლევის  მთავარი დასკვნა  არის ის, რომ   ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირისადმი და ნატოსადმი წევრობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია და გასული წლის ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა, მაგრამ არსებობს  მითებიც, რომელიც წარმოქმნილია არასწორი ინფორმაციის გავრცელების, პროპაგანდის საფუძველზე  რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა გამოიწვევს რუსეთის აგრესიას და ეროვნული იდენტობასა და კულტურას ემუქრება.
მისი თქმით ამ მითების   მიმართ ყველაზე დაუცველნი  ასაკოვანი ადამიანები და  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მცხოვრებნი არიან. 
 
თორტონი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სჯერათ, რომ რუსეთს პროპაგანდა ძლიერია. ასევე საინტერესოა უსაფრთხოების თემა – ქართველებს სჯერათ, რომ აშშ და თითონ საქართველო არიან მთავარი გარანტორები ეროვნული უსაფრთხოების.
 
ლორა თორნტონის თქმით, ცხადია, ხალხს აქვს ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ, თუმცა ამავე დროს არსებობს მითები, რომ საქართველოში გაიზრდება ლტოლვილების რაოდენობა ან პირიქით საქართველოდან მიგრაცია მასობრივი გახდება.
“გვჭირდება აქტიური საგანმანათლებლო კამპანია, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რას ნიშნავს ევროკავშირის და ნატოს წევრობა, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია რუსეთის შესახებ”, – ამბობს თორნტონი.
 
 

სიახლეები

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....