მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ჟვანია არ გადამდგარა - ცესკო

თამარ ჟვანია არ გადამდგარა – ცესკო

Published on

ცენტრალური საარჩვენო კომისიის განცხადებით, თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ გადამდგარა. მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ამ თემაზე დამატებითი განცხადება უწყებაში გაკეთდება.

თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ჩვენთვის, ასევე, უცნობია იმყოფება თუ არა თამარ ჟვანია სამსახურში.

“არ გადამდგარა და მსგავსი ინფორმაცია საიდან გავრცელდა არ ვიცი, არ ვარ სამსახურში მაგრამ შემიძლია გითხრათ – არ გადამდგარა”, – თქვა პრესსამსახურმა, ნათია ლეშკაშელმა.

ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამაც.

ოპოზიციაში ამ თემაზე უკვე გაკეთდა კომენტარები, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა თამარ ჟვანაის გადადგომა კრიზისს ვერ მოაგვარებს და არ ცვლის იმ ვითარებას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების შესახებ უცვლელი დარჩება.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...