სტიქია მესტიაში

Published on

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის  მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები და ნაპირდამცავი გაბიონები. სტიქიის შედეგად ბეჩოს ჭუბერის და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები დაზიანდა.
ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა უშგულის მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და  გზა ჩახერგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე გადაადგლება ნაწილობრივ აღდგენილია. შემთხვევის ადგილზე  მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
კალას ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები მდინარის ადიდების შედეგად სრულად დაზიანდა. ასევე დაზიანებულია ლახამულას და ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხიდი.

ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები და ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან (ლაწომბა, ლაშხრაში, თავრერი, თავბერი, ხერვაში) დამაკავშირებელ შიდა საავტომობილო გზის  მონაკვეთი მთლიანად წაღებულია. ასევე დაზიანებულია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე მეწყერია ჩამოსული მაგარდელი – ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ხოლო სოფლების ტვიბერი – ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და შეფერხებულია ამ მიმართულებით გადაადგიგლება.

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელბს.  დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ამ დროისთვის, პრობლემურ ადგილებზე გასულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...