მთავარისიახლეებისაზოგადოებათემურ ჯანაშია: ლუჟკოვის დარღვევას ვადა გაუვიდა და ჩემს პიჯაკებს და პალტოს მოდიდან...

თემურ ჯანაშია: ლუჟკოვის დარღვევას ვადა გაუვიდა და ჩემს პიჯაკებს და პალტოს მოდიდან გასვლაც არ ემუქრება

Published on

"რა საოცარია, ლუჟკოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და ჩემს კოსტუმებს და ქაშმირის პალტოს არა თუ ხანდაზმულობა, მოდიდან გასვლაც კი არ ემუქრება!" –  ირონიულად ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი თემურ ჯანაშია "ფეისბუქზე"  საქართველოში იური ლუჟკოვის ჩამოსვლაზე შსს-ს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მერის მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული და ამის გამო ვერ მოხერხდა გამოძიების დაწყება. – წერს ონლაინ გამოცემა ,, allmedia.ge'' 
 
შეგახსენებთ, პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. მასთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც.
 
პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი.
ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.
 
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...