მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ აშშ-ის დახმარებას ვერ მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, ნაურუ აშშ-ის დახმარებას ვერ მიიღებს

Published on

 

ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს – მიზეზი ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაა. თემით ახალი ზელანდიის რადიო – RNZ დაინტერესდა. RNZ-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. აქტის მიხედვით, მხარდაჭერა უწყდება ქვეყნებს, რომლებიც ამ ორ რეგიონს აღიარებს და ასევე, მასში საუბარია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ეკრძალებათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას არღვევს.​2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...