დაძაბულობა ხანდოს ხეობაში – მოსახლეობა გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

0
415
 
ხანდოს ხეობის  მოსახლეობამ დღეს მათ საცხოვრებელ სახლებტან უშუალოდ სახლოვეს გამავალი მარალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა გააპროტესტა.  ისინი აცხადებენ, რომ  მშენებარე ხაზიცა და მისი გაყვანის სამუშაოებიც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
 
საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პირველი შეხლა – შემოხლა მოსახლეობასა და პოლიციას შორის მაშინ ოხდა, როცა მოსახლეობამ ამ ტერიტორიიდან სამშენებლო  სპეცტექნიკის გაყვანა სცადა, საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის ბრძანებით  მათ ამის საუალება აღუკვეთეს, ხოლო როცა მოსახლება არ დამორჩილდა მოთხოვნას, ხელი არ ეხლო სპეცტექნიკისთვის , საპატრულო პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ.
ამის შემდეგ ტერიტორიაზე დააკავეს აქციის ექვსი მონაწილე,  რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და ადგილობრივებმა ფასანაურში ცენტრალურ გზის მონაკვეთი გადაკეტეს. მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება აქაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საჭირო გახდა პოლიციის დამატებითი ძალების ჩარევა. 
 
 დაძაბულობა და ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის წინ უძღოდა აქციის მონაწილეებთან გამგებლების მისვლა. ფასანაურის და დუშეთის გამგებლები შეეცადნენ, გაეგოთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ.
 
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილომა.
 
 “ჩვენ ისედაც ვაჩერებთ ერთი კვირით სამუშაოებს, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შესრულებული, თუ როგორ მოხდება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება კომპანია მიერ მშენებლობის პროცესში. არავის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ასეთი ხაზები ჩვენ საქართველოში გვაქვს 1300 კმ. სიგრძის ყველა რეგიონში," – განაცხადა ილია ელოშვილმა. 
აქცია ამ  დროისათვის შეჩერებულია, დაკავებული მოქალაქეები კი ისევ საპატიმროში რჩებიან. 
 
 
 
 
წინა სტატია“რაღატომ ხურავთ სასამართლო პროცესს? 4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო?”- ბაჩო ახალაია
შემდეგი სტატიაინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური