მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანს პირადად გადასცა ღირსების ორდენი

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანს პირადად გადასცა ღირსების ორდენი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
მანამდე, პრეზიდენტი ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ 91 წლის ოლგა ცალანს  ესტუმრა და ომის ვეტერანს ღირსების ორდენი გადასცა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის 
 
ვეტერან ქალბატონს გიორგი მარგველაშვილმა  დღეს  გადასცა 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერიც ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. 
 
„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი.
ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში. 
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
გიორგი მარგველაშვილი  ზუგდიდში იმყოფება, ის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...