მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მოსახლეობამ ძალიან კრიტიკულად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ იგი დარბაზს გარეთ დარჩა...

ზუგდიდში მოსახლეობამ ძალიან კრიტიკულად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ იგი დარბაზს გარეთ დარჩა (Video)

Published on

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრების ხელოვნურად შერჩევითობაზე საუბრობენ.
 
მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის შენობის გარეთ რჩება. ისინი ამბობენ, რომ  დარბაზში, სადაც  საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი სიებით შეიყვანა. 
 
„ეს არის უპრეცედენტო რამ. ისეთი რამე იკადრა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მისგანაც კი გაგვიკვირდა. ხალხის ნაწილი შეჰყავთ უკანა კარიდან, ნაწილი კი პირდაპირი შესასვლელიდან წინასწარ შედგენილი  სიებით. ის ვინც, შესაძლოა კრიტიკული აზრი გამოთქვას, საერთოდ ვერ ახერხებს შესვლას. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მხოლოდ ტაში დაუკრან, კრიტიკული აზრი კი არ მოისმინოს“ – აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში.  
 
ადგილობრივი ხელისუფლების  მიერ აქტივის და სხვა ადამიანური რესურსების სრული მობილიზაცია სავსებით გასაგებია – ზუგდიდი მთელ საქართველოში აღიქმება როგორც მთავარი ფორპოსტი  ოლიგარქის ხელდასხმული  ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მოძრაობაში  ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, შესაბამისად, როგორც ჩანს , თბილისიდან მიღებულია დირექტივები   კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის  ,,საყოველთაო სახალხო განხილვა''  ორგანიზებულ იქნას მხოლოდ მაამებლური პოზიციის ადამიანების წრეში, როგორც ეს ამბროლაურსა   და ბათუმში მოხდა, და უფრო მეტიც, კონსტიტუციური ცვლილებების  განხილვაზე მეტად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს მიზანი ამგავრი ქმედებებიტ, ოპოზიციური აზრის დახშობით,  დაამსხვრიოს ზუგდიდის, როგორც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილი და  შეურიგებელი ქალაქის იმიჯი. 
 
ზუგდიდში დღეს მიმდინარე შეხვედრა და მასთან დაკავშირებული მოლოდინები  ორი დღეა  სიციალურ ქსელში  ერთერთი ძირითადი თემაა – რაჭაში, ლაგოდეხში გამართული განხილვის შემდეგ, რომელიც ხელისფლებისადმი მაამებლობისა და ოპოზიციური აზრის მიუღებლობად შეფასდა  სოციალურ ქსელებში, არაერთხელ გაიჟღერა, რომ ხელისუფლება მსგავსი ფარსის დადგმას ზუგდიდში ვერ შეძლებს. 
 
,,მეორე დღეა, რაც სამეგრელოში ვარ – წერს ნიკა მაჭუტაძე – ვსაუბრობთ კონსტიტუციის შესახებ, უზარმაზარი საფრთხეების, რისკების, ანტი-პოლიტიკის, სახელმწიფოს შესახებ.
არსად არ არსებობს ქართული სახელმწიფოს ისეთი ძალუმი განცდა, როგორც აქ, ამ ადამიანებში.
ნათლად მჯერა: ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ აღვადგენთ მას.
სამეგრელო არ შეეგუება კონსტიტუციის მითვისებას, არ შეურიგდება სახელმწიფოს ჩამორთმევას.
არც არასდროს შერიგებია.''
 
ამბროლაურში უკვე ჩატარებული შეხვედრით  გამოწვეული უარყოფითი რეაქცია  არაერთ გამოხმაურებაში გადაიზარდა ზოგადად ამ კუთხის მიმართ არადელიკატურ,  გამოხდომებში თუ არა, მინიშნებებში  და   ამასთან ახლა უკვე ზუგდიდის მოიმედეობაში, რომ  აქ, მეგრელების ბუნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ გაუვა ის, რაც ამბროლაურში გაუვიდა, ანუ  საქმე წავიდა ადამიანების შეფასებისკენ  კუთხურობის ნიშნით.  
 
ამ დაუშვებელ ტენდენციას მყისვე გამოეხმაურა ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.   ,,ყველა კუთხეში იქნება ცკ-ს პლენუმი. ყველა კუთხეს ჰყავს ისეთები, რომლებიც მივლენ მსგავს შეხვედრებზე.
,,ჩემ მშობლიურ სამეგრელოშიც იქნება და იქაც მივლენ. გულს ნუ გავიტეხთ. ამიტომ ნურც იმერლებზე, ნურც რაჭველებზე, ხვალ ნურც კახელებზე და მეგრელებზე. 
ასეა – ყველა ალხანა მთავრობის ინიციატივას თავისი ჩალხანა ამტაცებელ-ტაშისმკვრელი ჰყავს'' – წერს იგი სოციალურ ქსელში.
 
ვნახოთ, რას მოიტანს დღევანდელი დღე. კონსტიტუციის დღევანდელი განხილვა რომ ვერ ასახავს ზუგდიდის მოსახლეობის რეალურ განწყობებს, ეს უკვე დარბაზში მსხდომი ,,პარტაქტივის'' შემადგენლობაზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს. 
 

მმართველი გუნდის წევრები კი თავისას იმეორებენ და  მიაჩნიათ, რომ დღევანდელი განხილვა საინტერესო იქნება. „ვფიქრობ, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება დაფიქსირებული, როგორც ამ შეხვედრაზე, სხვა შეხვედრებზე, სადაც ყველა შენიშვნა იქნა გამოთქმული, იქნება ასახული შესაბამის ოქმში და შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
 
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...