მთავარისიახლეებირეგიონებიანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში...

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში გამოცხადდება

Published on

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ საუბარში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული  თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში გამოცხადდება.

მისი თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მიიღეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრისგან.
"რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა ჩინეთის პრემიერმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ანაკლიის პორტი. მან დააფიქსირა, რომ მისთვის ცნობილია და მხარს უჭერს ანაკლიაში აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ამ დონეზე ნათქვამ ყველა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აუცილებლად აისახება ცხოვრებაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...