მთავარისიახლეებიპოლიტიკაიური ლუჟკოვი: „მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ასეა ოსეთიც...

იური ლუჟკოვი: „მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ასეა ოსეთიც და საქართველო ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ უკეთ იგრძნობს თავს“,

Published on

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, – ეს ამონარიდი იმ იმ ლუჟკოვის იტერვიუდან არის, რომელიც  დღეს თავისუფლად დასეირნობს თბილისში და არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ამჯერადაც დაარღვია  საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის  წესის  შესახებ, რისი პრაქტიკაც აქმდეც ჰქონია. 
 
,,500000 ადამიანი სახლებიდან გამოგვიყარეს, 25 000 მოგვიკლეს, ჩვენზე ზრუნვით, "უკეთ რომ ვიგრძნოთ თავი". 
,,საქართვრლოს ხელისუფლებას თუ სმენია სიტყვა ,,დეპორტი?''
,,ესე იგი, ტიპმა დაარღვია კანონი, პა ხოდუ, დასცინა ამ კანონს – ეგ წარსულია და წარსულში უნდა დარჩესო, მოიარა ნახევარი საქართველო, პირველ არხს ინტერვიუ მისცა და ისევ აქეთ დაგვცინა – თქვენო, აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე უკეთ ხართ და ვერ ხვდებითო და დაამატა, აფხაზეთიც სხვა ქვეყანაა და ოსეთიცო. 
ხვდებით, რამხელა ქაქი დაგვიშვა თავზე?'' – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ლუჟკოვის რჩევებს. 
 

ხელისუფლება კი  თავს იმართლებს, რომ მესაზღვრეს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ლუჟკოვს ადრე დარღვეული ჰქონდა კანონი საზღვრის გადმოკვეთის შესახებ და ეს არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ამჯერად მას ეს კანონი არ დაურღვევია.
 

გია ვოლსკის განცხადებით, ამ საკითხზე "კანონის დარღვევის თემა არ დასტურდება". 
"82 წლის ლუჟკოვი თავის მეუღლესთან ერთად ჩამოსული საქართველოში მაგონდება სხვადასხვა მოვლენით – როდესაც მერი იყო პუტინთან დაპირისპირებით და იქამდე კიდევ, საქართველოში დანგრეული პირველი სკოლის რეაბილიტაციით. სხვა მოგონებები მე ლუჟკოვთან დაკავშირებით არ მაქვს. მაგრამ ვისაც არ უნდა ჰქონდეს პოზიტიური შეხედულება, რასაკვირველია, კანონი თუ დარღვეულია კანონით უნდა
მოეთხოვოს", – განაცხადა , საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოშიშემოსვლის კანონიერების საკითხის  კომენტირებისას. 

 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...