მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში თავისუფლად დასეირნობს ლუჟკოვი, უკრაინაში კი სოლოვიოვაც არ შეუშვეს, რომელიც ყირიმში კიევის...

საქართველოში თავისუფლად დასეირნობს ლუჟკოვი, უკრაინაში კი სოლოვიოვაც არ შეუშვეს, რომელიც ყირიმში კიევის დაუკითხავად ჩავიდა. ასევე მოექცნენ ლოლიტასაც, რომელიც კიეველია, მაგრამ სევასტოპოლში რუსის ჯარს უმღერა”

Published on

,,უკრაინაში მომღერალი იულია სოლოვიოვაც არ შეუშვეს, რომელიც ყირიმში კიევის დაუკითხავად ჩავიდა. ასევე მოექცნენ ლოლიტასაც, რომელიც კიეველია, მაგრამ სევასტოპოლში რუსის ჯარს უმღერა'' – ასე ეხმაურება პოეტი  რაულ ჩილაჩავა სოციალურ ქსელში ერთერთი მომხმარებლის მიერ გამოთქმულ წუხილს, რომ უკრაინაში ფილიპ კირკოროვი არ შეუშვეს. 

საქართველოში კი სხვა სიტუაციაა, აქ საზოგადოების მძაფრი პროტესტი დასჭირდა ხელისფლებისგან ადეკვატური რეაქციის მიღწევას და საპეციალურ ზომებს პუტინის ბაფთიანი ბაიკერების გაჩერებისთვის საზღვარზე. 
 
თავისუფლად მიმოდის საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი . ის ქვეყანაში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის აქვს დარღვეული საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა. იური ლუჟკოვი 2009 წელსაც  იმყოფებოდა ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ცხინვალში.
 
გავრცელებული ინორმაციით, ამჯერად იური ლუჟკოვი ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში იმყოფებოდა, როგორც რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრო ივანოვი წერს – მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად.
 
შეგახსენებთ, კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...