მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიცე პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.
 
გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავენ. საქართველოს მთავრობის მეთაურს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონიც უმასპინძლებს.
 
დაგეგმილია პრემიერმინისტრის შეხვედრები სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და კომერციის მდივანთან.
 
„საუბარი იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო პერიოდში ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, თუნდაც ის წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. 30-მა კონგრესმენმა მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს ჩვენ გვაძლევს რწმენას, რომ ეს მხარდაჭერა არის შეუქცევადი და მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
 
საქართველოს პრემიერმინისტრი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
 

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...