ზუგდიდში თხილის ქარხანა იწვის. როგორც ამ მომენტისთვის შემთხვევის ადგილიდანაა ცნობილი, ამ დროისთვის ექვსი სახანძრო ავტომანაქანა მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქების შედეგად გაჩნდა. საუბარია იმ შენობაზე, სადაც ადრე გაეროს დამკვირვებელთა ზუგდიდის სექტორის ოფისი იყო განთავსებული.