მთავარისიახლეებიმსოფლიოტერორისტული თავდასხმა ერაყის სამხედრო ბაზაზე

ტერორისტული თავდასხმა ერაყის სამხედრო ბაზაზე

Published on

ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა  ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად. ბაზაზე  ამ დროს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც იმყოფებოდნენ. დაღუპულებიცა და დაშავებულებიც ქურთი სამხედრო მოსამსახურეები არიან. 
 
 სააგენტო „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების უწყებებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ბაზის შესასვლელთან აამოქმედა. როგორც ბაზაზე მომსახურე ერთერთი სამხედრო პირი ამბობს, თავდამსხმელებს ფეშმერგის ქურთული რაზმის  სამხედრო ფორმები ეცვათ და გაპარსული ჰქონდათ წვერი, რომ ამერიკელ სამხედროებს დამსგავსებოდნენ.  
 
ხუთი თავდამსხმელიდან,  თვითმკვლელთა გარდა, დაღუპულია  კიდევ სამი ტერორისტი, ისინი გაანადგურა ქურთების დაჯგუფება „ფეშმერგამ“, რომელიც  ბაზის მიმდებარე ტერიტორიას, ე. წ კირკუკის ზონას აკონტროლებს. 
 

 

 

 

 

 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...