მთავარისიახლეებისამართალიქირურგის შეცდომა თუ ორგანოების გაყიდვასთან დაკავშირებული მკვლელობა?- რას ემსხვერპლა საბერძნეთში დიანა...

ქირურგის შეცდომა თუ ორგანოების გაყიდვასთან დაკავშირებული მკვლელობა?- რას ემსხვერპლა საბერძნეთში დიანა ბერიანიძე

Published on

დღეს თესალონიკში მოკლული ქართველი ემიგრანტი ქალი დიანა ბერიძეს  დაკრძალავენ – მისი გადმოსვენება საქართველოში აქამდე ვერ მოხერხდება საგამოძიებო პროცედურების გამო.
 
დღესვე ვრცელდება ინფორმააცია, რომ   მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული.  დაკავებულებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ანესთეზიოლოგია. 
 
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგ ვიდეოთვალის კამერებმა  აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი.  გვაქვს ინფორმაცია, რომ გოგონა ცხედრაი სანახევროდ დანაწევრებულია ,“ – განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.
 
მოკლულის ოჯახი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ  ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა, მაგრამ სემდეგ გაჩნნა  სხვა ვერსიებიც. მათი ინფორმაციით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან.
 
"რა მოხდა? ყველას ვთხოვთ, რომ გამოიძიოს. ექიმს როგორ შეიძლება ასეთი რამე ჩაედინა და მოეკლა ადამიანი? ან შემოაკვდა და რატომ არ თქვა? მას საბუთები, პასპორტი, ხელჩანთა და ტელეფონი ჰქონდა, ეს არაფერი აღარ არის", – აცხადებენ ისინი. 
 

შეგახსენებთ, 36 წლის დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ცხედარი კუმძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს. ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული  – 38 წლის ბერძენი ანგიოქირურგი დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ბრალდებულმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა.
 
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...