მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე კონსტიტუციის პროექტის მიმდინარე განხილვებს - ფარსს, ხოლო მის მონაწილეებს...

რომან გოცირიძე კონსტიტუციის პროექტის მიმდინარე განხილვებს – ფარსს, ხოლო მის მონაწილეებს კარის მგოსნებს უწოდებს

Published on

 ,,ნაციონალური მოძრაობა შედეგზეა ორიენტირებული, ჩვენ ვმონაწილეობთ იქ, სადაც შედეგი მიიღება, ჩვენ არ ვმონაწილეობთ იქ, სადაც არის უშედეგობა,“ – აღნიშნა  რომან გოცირიძემ ,,განსხვავებული აქცენტების'' პირდაპირ ეთერში, სადაც  ისაუბრა მიზეზებზე, რის  გამოც პარტიამ უარი განაცხადა კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვებში ჩართვაზე .
 
„თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას, ეს გამოჩნდა  რაჭასა და   ქუთაისში.  ჩვენ ვხვდებოდით, რა სცენარით წარიმართებოდა სახალხო განხილვა- განაცხადა მან – ხელისუფლებას უნდოდა კომისიის ფარგლებში ჩაეთრია მაქსიმალურად დიდი რაოდენობის საპარლამენტო ფრაქციები, წონადი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა საზოგადოებისთვის შეექმნა საერთო სახალხო განხილვის ილუზია“ 
 
რომან გიოცირიძის თქმით,  ეს ფარსი მიმართული იყო არა იმდენად კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე, რამდენადაც ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის , და არა მარტო მისი, ზოგადად ოპოზიციის, განქიქებაზე.
იგი თვლის, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას შეხვედრაზე მყოფთა შეკითხვები წინასწარ  იყო შეთანხმებული, დარბაზში  ფატობრივად კარის  მგოსნები იყვნენ შეკრებილი.
 
„აუდიტორია არის მომზადებული. ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის დროინდელი სურათი. ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, შეიძლება წარმოედგინათ, თუ რა ხდებოდა მაშინ,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...