მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ უკრავს ტაშს და ვინ უსტვენს მოდიფიცირებულ საბჭოთა სხდომებზე ? -...

ვინ უკრავს ტაშს და ვინ უსტვენს მოდიფიცირებულ საბჭოთა სხდომებზე ? – ნიკა რურუა კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვის საწყის ეტაპს ეხმაურება

Published on

ეს იყო რაღაცა რეკრეაცია, რაღაცა პარტიული შეკრების, კომკავშირული შეკრების სადაც უმრავლესობას ჰქონდა მიცემული მკაფიო დავალებები სად უნდა დაეკრათ ტაში, სად უნდა დაესტვინათ. "ჩემში ამან ყველაფერმა ძალიან ცალსახად დატოვა საბჭოთა სხდომის შთაბეჭდილება – ასე გამოეხმაურა  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის საწყის ეტაპს "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში"  – ლაპარაკი არ არის პოლიტიკოსებზე, დარბაზში იყო სპეციალურად მოყვანილი და არ იყო მიუკერძოებელი ადამიანები. ეს იყო ხალხი გამგეობებიდან და მერიიდან. ეს ხალხი მთავრობისგან იღებს ხელფასებს. ეს ხალხი იძულებით იყო მიყვანილი და მათი განწყობებიც ჩანდა". 
 
 ნიკა რურუა პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კონსტიტუციის ცვლილების დროს ხალხის აზრი არ უკითხავს. 
"ეს მდაბიური წამოძახებები არაფრის მომცემი არ არის და ჩემზე აბსოლუტურად არ მოქმედებს. ვინ რა უნდა წამოგაძახოს, როდესაც ახლა ამ წუთას, რეალურად თავზე ახევენ ხალხს არსებულ კონსტიტუციურ მოდელს, რომელიც ასე თუ ისე მუშაობს და გაირკვა, რომ მუშაობს.
დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" დარჩეს რაც შეიძლება დიდი ხნით. არ აინტერესებთ ხალხის ჩამოურთმევი უფლება, დღევანდელი მართველი ძალა, რომელსაც უნდა გააპაროს ეს რაღაცნაირად ფარსი ტირეს სპექტაკლებით და შექმნას ილუზია, რომ თითქოს რაიმე დემოკრატიული პროცესი მიდის. თუ ეს ადრე ვინმემ გააკეთა ეს არასწორი რამე, მეორე არასწორს არ ასწორებს. ერთი შეცდომა მეორე შეცდომის ლიცენზია არ არის", – განაცხადა ნიკა რურუამ.
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...