მთავარისიახლეებისაზოგადოებახობის ცენტრალურ პარკში გარეგანათების ნათურები მოიპარეს

ხობის ცენტრალურ პარკში გარეგანათების ნათურები მოიპარეს

Published on

ხობის ცენტრალურ პარკში,საახალწლო გარეგანათების ნათურები მოიპარეს. ამის შესახებ ხობის მოხალისეთა ჯგუფში დაიწერა. “91 ნათურა, რომ ჩამოხსენი და წაიღე იცი ალბათ, რომ ყველამ ,,დაგლოცეთ”. ბოქვენის ტკიპა ხარ, 90-იანების ბნელში გაზრდილი და ამ ეპოქალური ,,სიბნელის” გამგრძელებელი… იმედია მოგარგებენ ნათურას საკუთარ ,,პატრონაზე’, – წერენ ხობის მოხალისეთა ჯგუფში. ხობის მინიციპალიტეტის მერიაში შპს კეთილმოწყობისა და გარენანათების ცენტრის დირექტორის ნერუ ბუკიას თქმით, დეტალებს არკვევენ. “მე ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ნათურაა ჩამოხსნილი… ყოველ ას მეტრში გვაქვს 400-მდე ნათურა. სამი დღის წინ დავიწყეთ საახალწლო დეკორაციების მოხსნა პარკის ტერიტორიიდან. როგორც თანამშრომლებმა მითხრეს საუბარია 30 ნათურაზე,თუმცა ვითვლით. შეიძლება ზოგიც ადგილზე გადაიწვა. გავერკვევით,სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა”,-აცხადებს ბუკია. მისივე განმარტებით,თუ აღრიცხვის შემდგომ მნიშვნელოვანი გარეგანათების ნათურები დააკლდებათ, რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...