მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ - სა და კანადაში კოკისპირულად წვიმს

აშშ – სა და კანადაში კოკისპირულად წვიმს

Published on

შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატები დააზარალა.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა. მათი ნაწილი შენობებს დაეცა.
ძლიერ ქარს ვირჯინიაში თან გადაუღებელი წვიმაც ახლდა, ჯორჯიის შტატის ქალაქ გარდენ სითის კი ტორნადოც დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
 
გადაუღებელმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია კანადის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში . დატბორილი სახლებიდან ათასამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
კვებეკის ხელისუფლებამ  ფედერალური სამხედრო დახმარება ითხოვა, რადგან სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად ჯარისკაცებს კვებეკში დღეს ელოდებიან. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...