მთავარისიახლეებისამართალიფოთსა და ხობში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთსა და ხობში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოვლინდა

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფოთსა და ხობში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოავლინეს.
 
ამ უწყების ინპექტირების განყოფილების უფროსის ეკა ჯინორიძის თქმით,ფოთში, ლარნაკას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული  ტბიდან დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე ამოიღეს.
 
მისივე თქმით, უკანონო თევზჭერის მეორე ფაქტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში დაფიქსირდა –  მოქალაქეები მდინარე ცივზე სახლართი ბადის გამოყენებით, ნავიდან თევზაობდნენ. 
 
„სახლართი ბადეები დაილუქა სპეციალისტების მიერ. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა“,- აღნიშნა ეკა ჯინორიძემ. 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...