მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად...

მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. 
 
მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც:
 
– პირველად მოხდა აშშ კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება;
– დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
– აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
– აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ;
– აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.
 
ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი.
 
ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და რა თქმა უნდა, დიპლომატიის.
 
აშშ-ში საქართველოს საელჩოს დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!“ – აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...