მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სიყალბე და ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა'' - ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების...

„სიყალბე და ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა” – ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კამპანიის შესახებ

Published on

 დღეს  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება.  საორგანიზაციო კომისიის პირველი გასვლითი სხდომა   ქუთაისში გაიმართება. მოსახლეობასთან შეხედრები    11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება და 15 მაისს, თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში განახლდება.
 
პროცესს ყალბს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ. და მოსახლეობასთან  შეხვედრებს პარალელურ რეჟიმში გამართავენ. 
„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა, სადაც არავითარი კრიტიკული აზრი არ იქნება გამოთქმული კონსტიტუციის მოდელთან დაკავშირებით. ასევე ყალბია ქართული ოცნების შეთავაზება პრეზიდენტისადმი, ინსტიტუტისადმი, რომელსაც ებრძვის ქართული ოცნება და რომლის გაუქმებაც უნდა. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკუთარი კამპანიით სხვა პარტიებთან ერთად, დღეს უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ ჩართულობას,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 
 
 

 მმართველ გუნდში საყოველთაო განხილვების დაწყებას პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს უწოდებენ. პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.  
„ჩვენი ყველას ვალია, რომ ჩავატაროთ თუნდაც დაპირისპირების ჭიდილი იმ პირობებში, რასაც ჰქვია კონსტრუქციული კამათი და აზრთა დაპირისპირება და არა პიროვნებების დაპირისპირება ერთმანეთთან. ფაქტობრივად გვთავაზობენ, რომ შეიქმნას ერთიდაიგივე ლეგიტიმაციის ორი ინსტიტუტი, რომელიც იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული და ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ,“ -აცხადებს იგი. 
 
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება ,,ევროპული საქართველო''. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტის ხარვეზებზეც გეგმავენ საუბარს.
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...