მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძემ ზუგდიდში შეხვედრები გამართა

დავით ბაქრაძემ ზუგდიდში შეხვედრები გამართა

Published on

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. პარტიის სხვა ლიდერებთან – ლელა ქებურიასთან, ლაშა დამენიასთან და თენგიზ გუნავასთან ერთად ის დღეს ფაიფურის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა და არჩევითი სისტემისა და კონსტიტუციის შესახებ ადგილობრივებისგან აზრი მოისმინა და საკონსტიტუციო ცვლილებაზე პლებისციტის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი გამოკითხვა. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში „ევროპული საქართველო“ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს პლებისციტის მოთხოვნით.

დღევანდელ შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შსახებაც ისაუბრა, რომელსაც აშშ-ი მხარს აქტიურად უჭერს.

ფაიფურის შემდეგ დავით ბაქრაძე ზუგდიდში გაემგზავრა და ცენტრალური სუპერმარკეტის თანამშრომლებს შეხვდა. ის ადგილზე რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა და თანაპარტიელებთან ერთად პარტიის ფლაერები დაარიგა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მსგავს შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...