მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო წარმატებისთვის გამიზნული გუნდი?- ყრილობა...

არის თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო წარმატებისთვის გამიზნული გუნდი?- ყრილობა დასრულდა

Published on

,,ქართული ოცნების” მეექვსე ყრილობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ირაკლი კობახიძე, მისი კანდიდატურა ყრილობაზე დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ წარადგინა, როგორც  “დიდი ხნის თანამერბძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი”.

თავად კალაძე ისევ გენერალურ მდივნად დარჩა , შეგახსენებთ, რომ ყრილობამდე ვრცელდეობდა ინფორმაცია, თითქოს პარტიაში ეს პოსტი გაუქმდებოდა, რაც არ დადასტურდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე გახდა. ყრილობაზე დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, რომელიც  15 წევრიდან 20-მე გაიზარდა

პოლიტიკური საბჭოს წევრები გახდნენ:

  1. კახი კალაძე – გენერალური მდივანი
  2. ვასილ მაღლაფერიძე – პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
  3. გიორგი გახარია
  4. არჩილ თალაკვაძე
  5. მაია ცქიტიშვილის
  6. გიორგი ვოლსკი
  7. ირაკლი ღარიბაშვილი
  8. თეა წულუკიანი 
  9. მამუკა მდინარაძე
  10. კახა კუჭავა
  11. ვახტანგ გომელაური
  12. ეკატერინე ტიკარაძე
  13. ივანე მაჭავარაინი
  14. მაკა ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. მარიამ ქვრივიშვილი
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. სოზარ სუბარი
  19. დიმიტრი სამხარაძე
  20. თორნიკე რიჟვაძე

პარტიის წევრებმა დღეს მედიასთან უარყვეს, რომ თანამდებობების გადანაწილებაზე რაიმე შიდა დაპირისპირება არსებობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო წარმატებისთვის გამიზნული გუნდია. ეს კომენტარი მან მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგაც “ყველაფერი კარგად იქნება”.”ძალიან პროფესიონალური ახალი სახეები, ასევე, გამოცდილი სახები, წარმატებისთვის გამიზნული გუნდი. ყველაფერი კარგად იქნება, [კობახიძე] არაჩვეულებრივი არჩევანია, ნამდვილი ლიდერი”, – თქვა ნათია თურნავამ

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...