მთავარისიახლეებისამართალიჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში მონაწილე გია მხეიძეს დღეს სამწლიანი პირობითი სასჯელი...

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში მონაწილე გია მხეიძეს დღეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

Published on

მცირე ხნის წინ დასრულდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომა , რომელზედაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებული გია მხეიძის საქმე განიხილებოდა.
 
ბრალდებულ გია მხეიძეს   სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. 
 
ბრალდებულის დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ საუბრობს იმაზე, გასაჩივრდება თუ არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისი განცხადების გაკეთებას დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების შემდეგ გეგმავს. 
 
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს  სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანის დარბევის ფაქტზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის'' 163-ე მუხლით იყო აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისათვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობდა.
 
შეგახსენებთ, სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი დარბევა  გასული წლის 8 ოქტომბერს მოხდა, ხმის დათვლის დროს, როცა გამოიკვეთა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' უპირატესობა, უბნებში შიჭრნენ აგრესიულად მოქმედი პირები,  რის   შედეგადაც დაშავდა ორი საერთაშორისო დამკვირვებელი, განადგურდა საარჩევნო ბიულეტენები და  ხმების დათვლა შეუძლებელი გახდა.   ცესკოს გადაწყვეტილებით ორივე უბანი გაუქმდა და  დაინიშნა განმეორებითი არჩევნები. 
 
გია მხეიძის ადვოკატის ჯიტა გულუა იმთავითვე აცხადებდა, რომ  ,,მისი დაცვის ქვეშ მყოფი გია მხეიძის დაპატიმრება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. გია მხეიძე  არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ინციდენტში მონაწილე სხვა პირებთან  შედარებით არის ცნობადი სახე, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.“
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...