მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა

Published on

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და საქმიანობას ერთ კერძო და ერთ საჯარო სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგად გააგრძელებს.
,,ვფიქრობ, საინტერესო იყო მთელი ეს პერიოდი, ახლა სკოლაში გავაგრძელებ მუშაობას. ბავშვებთან ახლოს უფრო მეტ დროს გავატარებ, ვინაიდან “ახალი სკოლის“ მოდელის მიხედვით, მეტი გამოწვევა არსებობს საჯარო თუ კერძო სკოლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს იგი.

კახაბერ ფარცვანია აღნიშნულ პოზიციას 2020 წლის 31 დეკემბრიდან აღარ იკავებს. მან საგანმანათლებლო რესურსცენტრში 5 წელი იმუშავა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მამუკა ბულია შეასრულებს. ახალი ხელმძღვანელი კი კონკურსის წესით გამოვლინდება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...