მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს'' - იან კელი პუტინისა და...

,,ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს” – იან კელი პუტინისა და ბიბილოვის შეხვედრას ეხმაურება

Published on

,, ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს '' – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერის  ანატოლი ბიბილოვის ,,სამუშაო''   შეხვედრას , რომელიც  სოჭში გაიმართა .
 
,,ჩვენ არ ვცნობთ ამ ორი რეგიონის ლიდერების სტატუსს და არასოდეს შევიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით. არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის რაიმე სტატუსს. ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან და ყოველთვის ასე დარჩება, ასე რომ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს რომ მოახდინოს ამ რეგიონების რეინტეგრაცია. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთთან პრაგმატულ დიალოგს ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატში. ვფქრობ ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შევხედოთ.“- განაცხადა იან კელიმ. 
 
 როგორც ოკუპირებული სამხეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაცია იტყობინება, „სახელმწიფო მეთაურებმა“ შეხედრაზე კიდევ ერთხელ  დაადასტურეს, რომ მათი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გაძლიერებაა.
 
პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა სამხრეთ ოსეთის „ლიდერს“ გამარჯვება და აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, ასევე სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.  ვიცი, რომ თქვენ რუსეთთან სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მომხრე ხართ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რესპუბლიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელშეკრულება განხორციელდეს ".  – განაცხადა პუტინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სოციალური სექტორის განვითარებას გეგმავს, რაც მისი თქმით, ეკონომიკ ზდას ხელს შეუწყობს.
 
თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ,,სამხრეთ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ინტენსიური კონკურენციის პირობებში ჩატარდა, თუმცა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება და რუსეთთან ინტეგრაციის სურვილი უცვლელი რჩება.''
 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...