მთავარისიახლეებიმსოფლიომაიკ პენსი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია

მაიკ პენსი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია

Published on

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია.

„არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, – წერს პენსი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი უარს იტყოდა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, მაშინ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა.

თუ პალატის 435 წევრის უმრავლესობა ე.წ. ”იმპიჩმენტის მუხლებს” დაამტკიცებს, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც სასამართლო მოსმენის მსგავს პროცესს გამართავს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის დადანაშაულებისა და გადაყენებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

„დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.

სიახლეები

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა...

რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან...