მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სხვა ბოსტანში გადასული ნიღაბჩამოხსნილი სახალხო დამცველი'' და სასამართლოს თანამშრომლებზე...

,,სხვა ბოსტანში გადასული ნიღაბჩამოხსნილი სახალხო დამცველი” და სასამართლოს თანამშრომლებზე ზეწოლასა და ნეპოტიზმში დადანაშაულებული დეპუტატი – დაპირისპირება პარლამენტში

Published on

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც   სახალხო დამცველის2016 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს,  უჩა ნანუაშვილსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დეპუტატმა სახალხო დამცველი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი ჩაბმულია სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში და არცთუ დელიკატურად მიანიშნა სახალხო დამცველის  ფინასურ ინტერესებზე და გაუმართლებელ ხარჯებზე,  რომელიც ბიუჯეტიდან მოხმარდა მისთვის  ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას და სხვა კომფორტული პირობების შექმნას. 
 საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი დაადანაშაულა მის  დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში 
 
”აქ ადგილი აქვს სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ვანო ზარდიაშვილის მხრიდან. ტყუილს ამბობთ თქვენ. გაცილებით ნაკლები ღირებულების მანქანა იყო. – აღშფოთდა სახალხო დამცველი – რაც შეეხება იმას , რაც წინა შეხვედრაზეც ბრძანეთ, თითქოს სუბიექტური მიდგომები მქონდეს სასამართლო სისტემის მიმართ  – ესეც სიცრუეა.  თქვენ საუბრობდით იმ ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც დავა ჯერ არ დასრულებულა. ის გასაჩივრებულია მეორე ინსტანციაში.
 
თქვენი დღევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად, ანუ სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ. კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას. თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას”, – განაცხადა ნანუაშვილმა. 
 
 სახალხო დამცველის საპასუხოდ ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციებიდან გავიდა.
”ახლა ჩვენ ვიხილეთ კლასიკური მაგალითი, როგორ აღელდა სახალხო დამცველი და გამოვიდა სახალხო დამცველის ფუნქციებიდან. 2012 წელს მანდატურები მთხოვდნენ, რომ წასულიყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ახლაც რომ ვმუშაობდე, ახლაც ვერ გავუშვებ. წარმოიდგინეთ ციხე ბადრაგის გარეშე – ასევეა სასამართლო მანდატურის გარეშე. რაც არ უნდა კომიკური იყოს თქვენ, სახალხო დამცველი მახსენებთ ჩემს პირად ცხოვრებას და ბიოგრაფიას. მე რომელიც ვიყავი სამოქალაქო პირი , მელაპარაკებით მართლმსაჯულებაზე, პროცესებზე, გადაწყვეტილებებზე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით ხომ ხვდებით ახლა ჩვენ ვნახეთ როგორ ჩამოიხსნა სახალხო დამცველმა ნიღაბი და რეალურად, როდესაც თქვენ ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეთ, აბსოლუტურად სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას” – განაცხადა ზარდიაშვილმა, რასაც სახალხო დამცველის მხრიდან განცხადება მოჰყვა და ნანუაშვილმა დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა. 
 
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...