მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Published on

გორში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგეობო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყებაში ამბობენ, რომ მათი დახმარებით, მოვაჭრეებმა შეძლეს გასაყიდი პროდუქციის ბაზრის ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გატანა და ხანძრისგან გადარჩენა.

“არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გორში, წმინდა წყლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, 30 დეკემბერს გაჩნდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო

სიახლეები

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...