მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზური ინიციატივა - სოხუმი თბილისს ერთი-ერთზე დიალოგს სთავაზობს

აფხაზური ინიციატივა – სოხუმი თბილისს ერთი-ერთზე დიალოგს სთავაზობს

Published on

,,სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. – აცხადებს აფხაზეთის დე ფატო მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა.

შამბას თქმით ,,იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარეს აქვს თვისი წითელი ხაზები, არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც სწორედ პირისპირ საუბრით უნდა მოგვარდეს”.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის შეთავაზებას დიალოგის განახლების შესახებ თბილისში პასუხობენ . ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, სერგეი შამბა კრემლისგან დამოუკიდებლად ვერ ისაუბრებს და ოფიციალური თბილისი პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. მათი თქმით, საოკუპაციო რეჟიმთან საერთაშორისო ფორმატში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ახლა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დატვირთვა.

“ევროპულ ფორმატში გადატანა და თითქოს ეს არის არის გზა და ერთადერთი გზა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არის მცდარი იმიტომ, რომ მანამდე არის უმნიშვნელოვანესი პრობლემები დაგროვილი დაწყებული ოთხოზორიას საქმით,  გაგრძელებული – ბევრი სხვა პროვოკაციით. ახლა რეალურად ეს შეიძლება დავუკავშიროთ რუსეთის ინტერესებს, რომ გახსნან რკინიგზა აფხაზეთის გავლით, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ამიტომაც, საქართველოს მთავრობას მართებს უფრო მეტი ყურადღება”, – ამბობს საქართველოს ანალიტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...