მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ,,სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებში'' ამხელს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ,,სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებში” ამხელს

Published on

ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის არასწორი კამპანია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
„ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, რადგან ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს არის საერთო სურათი.
 
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა სუბიექტებს, მათ აქვთ ერთი, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები და ეს კამპანია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.მათ ინტერესში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც ამ ხელისუფლების მიღწევა. ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მათი ნეგატიული დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც სამწუხაროდ წარიმართება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი განსხვავება მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან ამ კუთხით. მათი ღირებულება იყო ის არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
მისივე თქმით, პარტიებს შორის ასეთი დაპირისპირება თავსებადია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ამ ყველაფერს წარმართავს საქათველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...