მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარსარდალი, რომელსაც არმია არ ექვემდებარება?- პრეზიდენტი გუშინ, დღეს, ხვალ

მთავარსარდალი, რომელსაც არმია არ ექვემდებარება?- პრეზიდენტი გუშინ, დღეს, ხვალ

Published on

უმაღლესი მთავარსარდალი იმას არ ნიშნავს, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კომისიაში განისაზღვრება სამი ძირითადი ჩანაწერით: სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში და სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც.
 
„მთავარია, ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული 3 წლის განმავლობაში.
 
სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონარქს და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად ქვეყნის მმართველი, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მმართველი, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა.
 
იგივე ეხება უმაღლეს მთავარსადალს. არის მხოლოდ 2 ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მონარქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები.
 
იგივე ვითარება გვაქვს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებში. არ არსებობს კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენებული როგორც წარმომადგენელი ან თუნდაც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...