მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიცავი კონსტიტუცია! - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს

დაიცავი კონსტიტუცია! – ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს

Published on

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს.
 
სამოქალაქო მოძრაობა ,,დაიცავი კონსტიტუცია'' პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოეწერა  საგანგებო დეკლარაციას, სადაც ის ძირითადი მოთხოვნებია, რასაც მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ითხოვს. დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეშფოთებული არიან კონსტიტუციის ახალი მოდელით, ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის პროექტს არ ეთანხმებიან პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი. 
 
 "ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესში. საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ  პროქტში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი. ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელისაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია,“- ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში
 
მკვეთრად განსხავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. იგი ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პარლამენტის ეგიდით სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ერთადეთი ორგანო, საიდანაც შეიძლება მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, არის პარლამენტი და შესაბამისად , ერთადერთი სწორი ფორმატი  საპარლამენტო ფორმატია. 
 
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ჰქონდა სამი ძირითადი მიზანი, პირველი – კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე, გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონსტიტუციის სამართლებრივად გამართვა იყო, რადგან არსებულს  უამრავი ხარვეზი ქონდა. 
 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...