მთავარისიახლეებისამართალისაგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული ბავშვი ნაპოვნია და ცხენის ქურდობის ბრალდებით არის...

საგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული ბავშვი ნაპოვნია და ცხენის ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული

Published on

 საგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია.  პოლიციამ მას გუშინ ღამით სოფელ ზემო ქედში, მამის სახლში მიაგნო და ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. 
 
”ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში. 
 
არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა, ცხენების ქურდობის საქმეზე სოცმუშაკის თანდასწრებით იკითხება.
”არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. 
 
მოზარდის ოჯახი ქურდობის ფაქტს გამორიცხავს და ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. არასრულწლოვნის დის, ლია გიგაურის თქმით, მის ძმას ფერმაში ხელფასი არ გადაუხადეს და ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა. 
”ცხენი არ მოუპარავს. ბავშვს ხელფასი არ გადაუხადეს და რადგან ტრანსპორტი არ ჰქონდა, ცხენზე შეჯდ ცხენზე შეჯდა და წავიდა. უბრალოდ აბრალებენ, რომ ცხენი მოიპარა”, – აცხადებს იგი. .
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...