მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე ბოძების ჩასმა დაიწყეს (Video)

სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე ბოძების ჩასმა დაიწყეს (Video)

Published on

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. 
ხურჩის გამგებელი ადასტურებს, რომ ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის ხის ბოძებით მონიშვნის შედეგად, ხურჩის მოსახლეობის 2 ჰექტრამდე მიწა აფხაზეთის მხარეს მოექცა.
როგორც ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო: “ე.წ. საზღვარი აქამდე პირობითად არხი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ყველამ იცოდა რომ არხის იქით არ უნდა გადასულიყო. 2 დღის წინ დაიწყეს ბოძების ჩასმა და 2 ჰექტარამდე  მიწა აფხაზეთისკენ მოაქციეს“,-განაცხადა ხუნჯგურუამ.
ერთ ჰექტარამდე მიწას, რომელიც ბოძების მიღმა მოექცა, მიქაუტაძეების ოჯახი წლებია ამუშავებდა. ირინა მიქაუტაძის განცხადებით, ე.წ. რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ გადასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.
რაც შეეხება მეორე მესაკუთრეს, არველოდ ნაჭყებია აცხადებს, რომ ამ მიწას 1978 წლიდან ამუშავებდა და ამ დრომდე არ იცოდა, რომ მისი ყანის ერთი ნაწილი თურმე ნაბაკევს ეკუთვნის, რომელიც რუსულ ჯარს ოკუპირებული აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.
სუსის განცხადებით, ამ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. მათი ცნობით, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. 

 

 

სიახლეები

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ამის შესახებ ინფრომაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი თქმით,...

ირაკლი კობახიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი...

პოლიტპატიმრების საქმეებზე დაკვირვების თანხმობას ოცნება ეუთო/ოდირს არ აძლევს-ბურჯანაძე

კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირის წევრი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...

შემთხვევა თბილისში: ამწის კაუჭი მანქანას დაეცა – საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა

თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს ფეისბუქზე კობა ნაროუშვილი და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის...