მთავარისიახლეებიპოლიტიკავისთვის სავსე, ვისთვის - ნახევრად ცარიელი ჭიქა. Freedom House - ის ...

ვისთვის სავსე, ვისთვის – ნახევრად ცარიელი ჭიქა. Freedom House – ის ინდექსით საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

Published on

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა.
 
საქართველომ 50 ქულა მიიღო. ინდექსის მიხედვით, 0 ქულა ნიშნავს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 100 – ყველაზე ნაკლებად თავისუფალს. 
 
ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო (13/40), პოლიტიკური (21/40) და ეკონომიკური (16/30) გარემო. 
 
აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...