მთავარისიახლეებისამართალისარფის საბაჟოზე 482,3 -კარატიანი ზურმუხტის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს

სარფის საბაჟოზე 482,3 -კარატიანი ზურმუხტის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს

Published on

სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე   მსხვილკარატიანი ზურმუხტის ქვის  კონტრაბანდული გზით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს – საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივმთტკიცების სახით. 
  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვა 482,3 კარატიანია და შესაბამისად დეკლარირებას დაქვემდებარებული, თუმცა  ბრალდებულს  ამის შესახებ არ განუცხადებია და საბაჟო კონტროლისგან მალულად,  უკანონოდ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევით  გადმოიტანა  იგი.
კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...