მთავარისიახლეებისამართალიირაკლი სესიაშვილი მისი წესიერი შვილის დისკრედიტაციისათვის სასამართლოში ჩივილს აპირებს და ნაციონალურ...

ირაკლი სესიაშვილი მისი წესიერი შვილის დისკრედიტაციისათვის სასამართლოში ჩივილს აპირებს და ნაციონალურ მოძრაობას სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაგდებით ემუქრება

Published on

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ორი დღეა ამტკიცებს, რომ  ,,ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით'' და ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,  რომ  ხელისუფლებამ ჩაფარცხა დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე, სიმართლეს არ შეესაბამება.
 
ამ ინფორმაციის თანახმად , 2 წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდებიც არის და ამის შესახებ სუს-ში მისი დასაქმების შემდეგ გახდა ცნობილი,არსებობს აგრეთვე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ამ თემაზე მაღალჩიოსნებს შორის კომუნიკაცია.
 
ირაკლი სესიაშვილი თავის მხრივ, აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლებს და დღეს ამ საკითხზე  პროკურატურას მიმართავს. ამასთან  დასძენს,  რომ პროკურატურასთან გააკეთებს განცხადებას, რომელიც ,,სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდებს  „ნაციონალური მოძრაობას.“ 
 
„იმის ნაცვლად, რომ მათ ამ საკითხს მოჰფინონ ნათელი, გამოაქვეყნონ ყველა ის დოკუმენტი, სადაც კარგად ჩანს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ერთმანეთთან ახდენენ გარკვეული სახის კომუნიკაციას ამ კონკრეტულ თემაზე, დაკავებულები არიან იაფფასიანი სპეკულაციებით,“-აცხადებს ენმ-ს წევრი კოტე იოსელიანი.

 
ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ნეპოტიზმსა და სხვა უკანონობაზე ამახვილებენ ყურადღებას ევროპულ საქართველოში.
„დღეს სამწუხაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ პოლიციად, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოების დაცვა,“-ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე.
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...