მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული

საქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული

Published on

საქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. საზღვარზე განსაკუთრებული პრობლემები ეგვიპტის, ყატარისა და იორდანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეუქმნეს, მათ დამატებით დოკუმენტაციას სთხოვდნენ და უამრავ შეკითხვას უსვამდნენ, უფრო მეტიც, მოწვეულ სტუმრებს საკუთარ ქვეყნებში იმავე თვითმფრინავით დაბრუნებით დაემუქრნენ. ამან ისინი ძალიან გააბრაზა. ეს ხალხი ძალიან გავლენიანი ბიზნესმენები არიან და საკუთარ ქვეყნებში საქმიანი  წრეების ლიდერებად ითვლებიან. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ბიზნესისა და ინვესტიციების შესაძლებლობები შეესწავლათ. დღეს პრემიერთანაც იყო შეხვედრა დაგეგმილი. არა მგონია, რომ სტუმრებს ასე უნდა დახვდე, მითუმეტეს ინვესტორებს. ადამიანებს, როგორც პირუტყვებს, არ უნდა ექცეოდე და ამცირებდე,“ – განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ გააკეთა.
 
იგი რუსთავი 2 – თან საუბარში ამბობს, რომ უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოვიდნენ მის მიერ  ორგანიზებულ რეგიონულ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად  და მათი სია  აეროპორტის ადმინისტრაციისთვის და მესაზღვრეებისთვის სია წინასწარ იყო გადაცემული.
 
ის აცხადებს, რომ მას პრემიერმინისტრისთვის საქართველოში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სურდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის სტუმრების სიიდან ამოიღეს.
„როგორც გაირკვა, პრემიერთან დაპატიჟებული სტუმრების სიიდან მე ამომიღეს. ეს ვიღაც იდიოტმა გააკეთა, მაგრამ შეხვედრა საერთოდ აღარ შედგა,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
 
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, ამ ვიზიტის შესახებ მათ ინფორმაცია არა აქვთ.
როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აცხადებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო, რასაც ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, არ ადასტურებს.
 
„სულ რამდენიმე საათის ჩამოსული ვარ ქვეყანაში და, თუ ხვალ გვექნება შესაძლებლობა, იქნებ ხვალ ვისაუბროთ ამაზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენები საზღვარზე მხოლოდ ნახევარი საათით შეაყოვნეს და როგორც კი საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქმეში ჩაერთო, ისინი საქართველოში შემოუშვეს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...