მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგუშინდელი ფილია და დღეს უკვე ფლია ბრძოლას უცხადებს აფხაზური გვარების...

გუშინდელი ფილია და დღეს უკვე ფლია ბრძოლას უცხადებს აფხაზური გვარების ქართულ ჟღერადობას

Published on

ოკუპირებული  აფხაზეთის მოქალაქეთათვის ახალი ნიმუშის აფხაზური ეროვნული პასპორტების გადაცემის ვადის მოახლოების წინ აფხაზეთის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაციის თავმჯდომარე ანატოლი  ფლია გაზეთ ,,რესპუბლიკა აბხაზიას’’ ფურცლებიდან ავრცელებს მოწოდებას ,,პასპორტების გაცემის პროცედურის პარალელურად  სავალდებულო წესით გასწორდეს აფხაზური გვარების ტრანსკრიპცია, რასაკვირველია, არა ყველა შემთხვევაში, არამედ იქ, სადაც ეს საჭიროა''.   

,,ხანგრძლივი დროის მანძილზე აფხაზური გვარების ქართული ხმოვანება ჩვენს მარადიულ ოპონენტებს აძლევს ფორმალურ საბაბს ამტკიცონ უტყუარობა ქართული ცრუთეორიისა აფხაზების ქართველებთან გენეტიკური კავშირისა და საერთო  ეთნიკური წარმომავლობის შესახებ  – წერს იგი – ადრე, როცა ჩვენ თბილისის სრული და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდით , რა თქმა უნდა სხვა სიტუაცია იყო და ამიტომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა იძულებული იყო ეცხოვრა ჩვენდამი არამეგობრულად განწყობილი ხალხის დიქტატის ქვეშ. ხოლო ისინი,  ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ამას, სამწუხაროდ,  მეოცე საუკუნის  30 – იანი წლების  პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სიის სათავეში მოექცნენ.

მადლობა ღმერთს დრო შეიცვალა, გაჩნდა წარსულის შეცდომების გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, თუმცა გასაკვირია, რომ ჩვენ ინერციით ვაგრძელებთ არაკეთილმოსურნეთა მიერ ჩვენი ცხოვრების ფალსიფიკაციის ნაცადი  ბილიკებით   ხეტებას –  აცხადებს ანატოლი ფლია.

მისი თქმით, არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პარლამენტის დადგენილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სამართლებრივი გზით აღმოიფხვრას  ეს ისტორიული უსამართლობა და აღდთეს  ძირძველი აფხაზური გვარების მართლწერა და ხმიანობა.

ფლია გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ამ საკითხში ჭეშმარიტების აღდგენისათვის  ბარიერები მოხსნილია, თუმცა ყველაფერი რატომღაც ძველებურად რჩება.

 

სურათზე: პოეტი გიორგი შერვაშიძე ტარიელის როლში. ქუთაისი, 1882 წ. მიხაი ზიჩის მიერ დადგმული ,,ვეფხისტყაოსნის'' ცოცხალი სურათებიდან 

სიახლეები

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...