მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 800 პირი დააკავეს

დღეს თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 800 პირი დააკავეს

Published on

თურქეთში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 800 ( ზოგიერთი ცნობით, 1000-მდე) პირი დააკავეს.
 
პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის 81 პროვინციიდან 54 – ში განხორციელდა რეიდები, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო, სპეცოპერაციაში 8, 5 ათასი პოლიციელი მონაწეილეობდა. 
 
 თურქეთის შს მინისტრის თქმით, ოპერაცია კიდევ გრძელდება –  თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულია დაკავების ორდერები ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილ 3,224 პირზე  გასცეს. აღნიშნულის შესახებ CNN Turk იუწყება. 
 
შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ბრალი დასდო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ხოლო მისი ორგანიზაცია ტერორისტულად სცნო.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...