მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი დაამტკიცა

Published on

,,საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.'' –  ნათქვამია პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესში, რომელიც საქართველოს მთავრობამ  დაამტკიცა. წესი განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეთა წახალისების საფუძვლებს, წახალისების ფორმებს, მოხელეთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესს.
 
მთავრობის დადგენილების თანახმად, შეფასების შედეგების შესაბამისად, წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება, ფულადი ჯილდოს მიცემა და ფასიანი საჩუქრის მიცემა. 
 
პირს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნება მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი, რომელიც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება. ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო ფასიანი საჩუქარი გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში. ამ მუხლის მიხედვით კი, 
 
აღსანიშნავია, რომ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა. 
 
საჯარო მოხელის წახალისების წესი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. 
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...