მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშეხლა - შემოხლა ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის

შეხლა – შემოხლა ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის

Published on

ენგურის ხიდთან დილიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ 5 აპრილს დაკავებული ზუგდიდელი მამა-შვილის პაატა და არჩიკო როგავების ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლების საპროტესტო აქცია.   
მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს  და ხელისუფლებისაგან ოკუპანტების მიერ დაკავებულების გათავისუფლებისათვის ქმედითი ზომების მიღება მოითხოვეს.
 
აქციის ასეთმა ფორმამ შეაფერხა ხალხისა და ორთვალების გადაადგილება ხიდზე , მაგრამ   სამართალდამცავების მოთხოვნას და მცდელობას  გაეთავისუფლებინათ გზა,  აქციის მონაწილეების მხრიდან დაუმორჩილებლობა და შელაპარაკება მოყვა.  არჩიკო როგავას დამ  დარეჯან როგავამ  სცადა  უფრო წინ წაწეულიყო რუსულ – აფხაზური საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმართულებით,  რათა იქიდანაც განეცხადებინა  პროტესტი ,  მაგრამ ქართულმა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა და აქციის ადგილიდან იძულებით გაიყვანა იმ მოტივით, რომ სავსებით რეალური სშიშროება იყო, რომ იგი საოკუპაციო რეჟიმს დაეტყვევებინა. დარეჯან როგავამ წინააღმდგობა გაუწია პოლიციას და განაცხადა, რომ თუკი ეს მოხდებოდა, იმას მაინც გაიგებდა და ნახავდა, რა მდგომარეობაშია იზოლატორში მყოფი მისი მამისა და ძმის მდგომარეობა.
 
დარეჯან როგავას დაკავებისას სიტუაცია კიდევ უფრო  დაიძაბა, ოჯახის წევრები მიწაზე გაწვნენ, რათა გზა გადაეღობათ მანქანისთვის, რომლითაც დარეჯან როგავა  ტერიტორიიდან გაჰყავდათ,   მაგრამ პოლიციამ შეძლო მათი გვერდის ავლით გადაეყვანა დაკავებული ზუგდიდის სამმართველოში.
 
ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' გადამღებ ჯგუფს  პოლიციის სამმართველოში განუმარტეს, რომ    დარეჯან როგავა დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის. მას 
სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან. 
 
როგავების ოჯახის წევრები ამ დრომდე ენგურის ხიდთან რჩებიან და აცხადებენ, დაშლას არ პირებენ. ისინი აცხადებენ, რომ  საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ როგავების გათავისუფლება შეძლოს, მაგრამ მათთვის გაუგებარი მიზეზებით არ ჩქარობს. ისინი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლებას და სკეპტიკურად შეხვდნენ   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მამუკა წოწერიას განცხადებას, რომელიც მან ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მისულმა გააკეტა. შეხვედრაზე გააკეთა. წოწერიას ინფორმაციით, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ოჯახს დაჰპირდა, რომ ე.წ. აფხაზურ მხარესთან ამის დამადასტურებელი რამედოკუმენტისა და ხელნაწერის გამოსაგზავნად მოლაპარაკებას გამართავს. 
 
გუშინ გალში შემდგარ მორიგ შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ  24 აპრილს სოხუმის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს მოქალაქეების პაატა და არჩილ როგავებს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მამა- შვილი ამჟამად ე.წ. აფხაზეთის სუს-ის საგამოძიებო იზოლატორში ყავთ დაკავებული. 
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: 
 ,,აფხაზეთის სუს-ის საგამოძიებო განყოფილების მიერ როგავების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის მეორე ნაწილის 324 – ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო  გადაკვეთას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი ურთიერთშეთანხმებით, ამასთან პაატა როგავას ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ ერთი მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალის გამოყენებას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ . აფხაზრი ვერსიით, დაკავებისას პაატა როგავამ წინააღმდეგობა გაუწია მესაზღვრეებს და ერთერთ მათგანს ბლაგვი საგნით ( ქვით) დარტყმა მიაყენა სახის არეში, შესაბამისად მოსსალოდნელია, რპმ პაატა როგავას სასჯელი დაუმძიმდება.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ეს აშკარა სიცრუეა.
 
სხვა ვერსია აქვს  ოჯახს მამ- შვილის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებითაც – ისინი ამტკიცებენ, რომ  რუსმა ოკუპანტებმა  ისინი ენგურის  ნაპირებიდან გაიტაცეს მაშინ, როცა   დაკარგულ ცხენს ეძებდნენ და და მდინარის გაღმა  ნაპირს მიუახლოვდნენ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევიათ. გატაცებულები, ოჯახის წევრების  ინფორმაციით, იარაღის მუქარით ამოიყვანეს წყლიდან და დაატყვევეს.
 

 

 
.
 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...