მთავარისიახლეებიპოლიტიკარაში ჭირდება მანქანას მეხუთე ბორბალი? - ,,ნაციონალური მოძრაობა'' ციხელაშვილის უწყების გაუქმების ...

რაში ჭირდება მანქანას მეხუთე ბორბალი? – ,,ნაციონალური მოძრაობა” ციხელაშვილის უწყების გაუქმების ინიციატივით გამოდის

Published on

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა გაუქმდეს. მას  ისეთივე როლი აქვს ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურაში, როგორც მეხუთე ბორბალს შეიძლება დაეკისროს მანქანაში.- აცხადებს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. 
 
მისი თქმით, ამ უწყების შექმნა თავიდანვე შეცდომა იყო და ეს არის „ზედმეტი ორგანო“: 
 ეს არის აბსოლუტურად უსარგებლო. მას არავითარი რეალური დატვირთვა არა აქვს. იგი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს პროცესებზე და მხოლოდ შემოიფარგლება ხოლმე ამ სტრუქტურის წარმომადგენლების იშვიათი კომენტარებით. ამიტომ არ უნდა ვაწვალოთ ეს ხალხი, ისევე როგორც არ უნდა ვხარჯოთ ბიუჯეტიდან ფული. ეს უნდა გაუქმდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აიღოს თავის თავზე ის ფუნქციები, რომელიც დაკისრებული აქვს ამ სამინისტროს. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას გაცილებით მეტი ნდობა და ფუნქცია აქვს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე ამ უზარმაზარ სამინისტროს. ეს არ არის არც მინისტრის და არც იქ დასაქმებული ადამიანების ბრალი. ეს უბრალოდ არის ზედმეტი ორგანო, რომელიც არ უნდა შექმნილიყო და თუ დროზე გააუქმებენ, იქნება უკეთესი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...