მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯვარის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ჯვარის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს [Video]

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში მცხოვრები მოსახლეობა ამდრომდე დახმარების მოლოდინშია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტირება ჯერ არ მომხდარა და მათ საცხოვრებელ სახლებში წყალი შესდით.  2 დღის წინ სამეგრელო სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.სტიქიამ ქალაქ ჯვარში ხუთ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა.  მთელი დღის განმავლობაში გზები დაზიანებული ხეებისგან სუფთავდებოდა, წაქცეული ხეები მოიჭრა ეზოებსა და პარკებში. ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. წაქცეულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. ძლიერმა ქარმა ასევე პრობლემები ჯვარის საავადმყოფოსაც შეუქმნა. კლინიკის პერსონალის განცხადებით, წაქცეულმა ხემ კორპუსის მიმდებარედ ელექტროენერგიის კაბელები გაწყვიტა, რის შედეგადაც სამშობიარო საავადმყოფო დენის გარეშე დარჩა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბიც შეიქმნა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს.ლევან შონია გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კახა გულედანთან ერთად ჯვარში იმყოფებოდა. მოსახლეობა მინისტრის მოადგილეს დაუპირისპირდა და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.
 
 

 

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...