მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ცდილობს თავიდან აირიდოს მთავარი საფრთხე, რომელსაც მისი ხელისუფლებისათვის...

ივანიშვილი ცდილობს თავიდან აირიდოს მთავარი საფრთხე, რომელსაც მისი ხელისუფლებისათვის მიხეილ საააკაშვილი წარმოადგენს

Published on

 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა – წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, დარღვევად იყოს მიჩნეული, მიმართულია კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგა,  რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს. – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი.
 
მისი  განცხადებით, ამ  ცვლილებას ერთადერთი მიზანი აქვს –  ხელისუფლება გამოიყენებს იმისათვის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დააჯარიმოს თუკი  მიხეილ სააკაშვილმა მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. 
მისივე თქმით, „კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია. 
 
ბიბილაშვილი განმარტავს , რომ კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც: კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს.
 
”ეს ცვლილებები ადასტურებს, რომ ივანიშვილს საკუთარი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დაცვა მხოლოდ უკანონობით და უსამართლობით წარმოუდგენია. მას კარგად ესმის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს პირობებში მის ხელისუფლებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. გარანტიას ვაძლევთ მას, რომ ქართველი ხალხთან ერთად მოვაშორებთ საქართველოს, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ შინაურ მტერს” – განაცხადა ბიბილაშვილმა.
 
მისივე  შეფასებით, ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ის ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად. 
 
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...